მილების გაწმენდის ფასი თბილისში

ფიქსირებულ ფასს განზრახ არ ვწერთ. ტელეფონში დასახელებული ციფრი ადგილზე თითქმის ყოველთვის იცვლება — და ეს ის მომენტია, როცა კლიენტი თავს მოტყუებულად გრძნობს. ამის ნაცვლად ღიად ვწერთ, რა ცვლის ფასს, ხოლო კონკრეტულ თანხას მილის ნახვის შემდეგ, სამუშაოს დაწყებამდე ვასახელებთ.

დარეკე ახლა · 571 91 21 01

რა ცვლის ფასს

რა გაიჭედა
რაკოვინა, უნიტაზი, აბაზანის ტრაპი, სადარბაზოს სტოიაკი ან ეზოს ჭა — სხვადასხვა სამუშაოა, სხვადასხვა შლანგითა და საქშენით.
მილის სიგრძე და დიამეტრი
ბინის შიდა მილი რამდენიმე მეტრია, ეზოს გამომყვანი — ათეულობით. რაც გრძელია მონაკვეთი, მით მეტი დროა საჭირო.
როგორია წვდომა
თუ რევიზია ან ჭა ხელმისაწვდომია, სამუშაო სწრაფად მიდის. თუ მილთან მისასვლელად სანტექნიკის დაშლაა საჭირო, დრო იზრდება.
რა ჭედავს მილს
ცხიმის ნადები, ქვიშა და შლამი, ფესვი ან სამშენებლო ნარჩენი სხვადასხვა ძალისხმევას ითხოვს — ფესვთან მუშაობა ყველაზე შრომატევადია.
დრო
ღამის და უქმე დღეების გამოძახება ცალკე თანხმდება, ისევ ტელეფონში, სანამ გამოვალთ.

რას გპირდებით

  • ტელეფონით კონსულტაცია და დაახლოებითი ორიენტირი — უფასოდ.
  • საბოლოო ფასი ადგილზე ნახვის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით.
  • სამუშაოს შუაში თანხა არ იზრდება. თუ აღმოჩნდა, რომ მეტი სამუშაოა საჭირო, ჯერ გეუბნებით.

გინდათ ორიენტირი ახლავე?

დარეკეთ, აღწერეთ პრობლემა და ტელეფონშივე გეტყვით, დაახლოებით რა ვარიანტებია.